logo
ENG



რიშთან ბოდიში, მაგრამ ჩვენ უფრო სარწმუნო წყარო ვართ - წულუკიანი 8 მარტის შეთანხმებაზე

28 ივნ 202000:54
3 წუთის საკითხავი
 
wn3ejxq1xpn54d4.png

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლებიც ამერიკის ეროვნული თავდაცვის აქტში უნდა შევიდეს და გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არის დასავლელი პარტნიორების განცხადებაში რურუას სახელი ნახსენები, თუ 8 მარტის შეთანხმების პროცესში მასზე, როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, საუბარი არ ყოფილა. 

როგორც წულუკიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდი უფრო სანდო წყაროა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა წერია 8 მარტის შეთანხმებაში. 

"ის, ვინც არის უფრო სარწმუნო წყარო... რა თქმა უნდა, არიან ის ელჩები, ვინც ფასილიტაციის ფუნქციას არსულებდნენ. ასევე, ისინი, ვინც ვიყავით თავიდან მოლაპარაკებებში ჩართული, მათ შორის, მეც და შემდეგ ისინი, ვინც დარჩნენ მოლაპარაკების მაგიდასთან - ბატონი არჩილი და ბატონი ირაკლი კობახიძე ჩვენი მხრიდან და სხვები მეორე მხრიდან. ბატონ რიშთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, უფრო სარწმუნო წყაროები ვართ, იმიტომ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიცით, რა შეთანხმდა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ინიცირება მოახდინა. ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხება.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა